სიახლეები
-
31 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ქავთარაძის ქუჩაზე 16 სართულიანი სახლის სახურავს რეაბილიტაცია უტარდება
თბილისის ვაკის რაიონში, ქავთარაძის #25-ში III საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 16 სართულიან სახლში 80 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
ეს არის ვაკის რაიონის გამგეობის მორიგი თანადაფინანსებული პროექტი. ქავთარაძის #25-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლს აქვს ბრტყელი სახურავი და სამუშაოების ფარგლებში, “ტოლს” ცვლიან. ამ დროისთვის გუდრონს ასხამენ, ამის შემდეგ კი ახალ “ტოლს” დააგებენ.
პროექტის ღირებულება – 18157 ლარია. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადები ამინდებზეა დამოკიდებული, რადგან ნალექის დროს სამუშაოები ფერხდება.