სიახლეები
-
30 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
“ამ სიცრუეში გაუცხოებულ ქალაქს ვიღებთ” რა შენდება ავლაბრის სომხურ ეკლესიასთან
„თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება – ტფილისის ჰამქარის“ წევრები ავლაბარში, შამქორეცის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეკლესიიდან 5-6 მეტრის დაშორებით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მთლიანად დაფარავს ტაძრის აღმოსავლეთ კედელს.
როგორც “ტფილისის ჰამქარში” აცხადებენ, მშენებლობას აწარმოებს საპროექტო ჯგუფი “დემარკი“, რომელსაც რენდერის ფოტოებზე არც შამქორეცის ეკლესია აქვთ ნაჩვენები და არც რეალური საპროექტო უბანი. მშენებლობისთვის ყველა ნებართვა გაცემულია.
“არსებული ტერიტორიის ფოტოზე არ არის ნაჩვენები, რომ სახლი ეკლესიის სიახლოვეს შენდება! ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ იტყუებიან ინვესტორ – არქიტექტორები და როგორ “ტყუვდებიან” არქიტექტურის სამსახურის საბჭოს წევრები! ამ სიცრუეში კი გაუცხოებულ ქალაქს ვიღებთ!”- მიაჩნიათ ორგანიზაციის წევრებს.