სიახლეები
-
30 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში რაგბის თანამედროვე მოედნის მშენებლობა დაიწყო
თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, 120X75 კვ/მ-ფართობზე რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო მოედნის მშენებლობა, 2017 წლის ივლისში დასრულდება.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ჩადო.
ღონისძიებას მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, დედაქალაქის მთავრობის წევრები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიას შეფასებით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი საინტერესო და მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ვაზისუბნის ამ ტერიტორიაზე სპორტულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს.
“მშენებლობას წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთ სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, აშენდება 400 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა კი 500 კვ/მ-ზე განთავსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საბა კონსტრაქშენი” განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დასრულდება.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 716 440 ლარი გამოიყო.