მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  იანვარი  2017

    სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სახლის, დღემდე შემორჩენილი,მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და, მუნიციპალური განვითარებისფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი.

    მიმდინარე სამუშაოებისდასათვალიერებლად, სოფელ ბაკურციხეში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარებისფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე და მისი მოადგილე დავით ტაბიძე.

    ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანისცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, გადაწყვეტილია მოეწყოს ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი, წმინდანთან დაკავშირებული მცირე საგამოფენო კუთხით, რისთვისაც ახალ შენობაში გათვალისწინებულიაშეხვედრების ოთახი მემორიალური საგამოფენო კუთხით.

    ასევე, გათვალისწინებულიაარსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტი სახელმწიფობიუჯეტიდან 396 693,00 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმება. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული.


პარტნიორები