სიახლეები
-
25 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობა იყიდება: აუქციონი 3 თებერვალს 17:00 საატზე დასრულდება
მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობა და მათზე დამაგრებულ ფართობი იყიდება. აჭარის მთავრობა მათ პირობადებული აუქციონით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება სატენდერო პირობებს, შემსყიდველმა სამი მილიონი ლარი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს, დარჩენილი თანხა კი – აჭარის ბიუჯეტში. გარდა ამისა, მყიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
უნივერსიტეტის შესასვლელთან ახალი საინფორმაციო დაფაა გამოკრული, რომელიც გვაუწყებს, რომ აქ „Magnolia – Resort & SPA“ შენდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი ახალ პროქეტის ე.წ. „პანორმა ბათუმის“ განხორციელებას იწყებს.
აუქციონი 3 თებერვალს 17:00 საატზე დასრულდება. აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობის ფართი 3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ-ია. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია, მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. ეს ტერიტორია მათზე დამაგრებულ ფართობებთან ერთად ჯამში 13 640 კვ.მ -ია.