მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  იანვარი  2017

    ​ახალი ბაღების მშენებლობის შედეგად დამატებით 1 600 სამუშაო ადგილი შექმნა

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას განცხადებით, ახალი ბაღების მშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციის შედეგად, 2016 წელს, ბაგა-ბაღებში ჯგუფების დამატების და 1600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა. მისივე თქმით, დაინერგა ელექტრონული რეგისტრაციის მეთოდი და შარშან, ამ ფორმით 166 ბაღში 59 000 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. შარშან, 40-მდე საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელმაც 14 000 აღსაზრდელი მიიღო. ​

    “გარდა იმისა, რომ ყველა ახალი საბავშვო ბაღის პროექტებში გათვალისწინებული იყო პანდუსების მოწყობა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებისათვის სტანდარტული პანდუსები მოეწყო კიდევ 40-მდე ძველ საბავშვო ბაღშიც”,- განაცხადა თემურ თორდინავან.

    თორდინავას მიერ წარმოდგენილი, ​თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლიური ანგარიში საკრებულოს დეპუტატებმა ისნის რაიონის, N37 ბაგა-ბაღში მოისმინეს, სადაც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. ზე კომისიის წევრებმა მოისმინეს. N37-ე საბავშვო ბაღი სააგენტოს მიერ შარშან აშენებულ შვიდ ბაღს შორის ერთ-ერთია. ​

    თემურ თორდინავამ ასევე ისაუბრა ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებაზე და განაცხადა, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში კვების უზრუნველყოფა ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
    ​საკრებულოს გასვლით სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, არასამთავრობო ორგანიზაციების, პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლები და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

    შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა.
    მისი აზრით, ბაგა-ბაღებში პრიორიტეტი განათლების კომპონენტის გაძლიერება უნდა გახდეს. აღსაზრდელთა გონებრივი და ფსიქო-მოტორული, ასევე სოციალურ-ემოციური ქცევის განვითარება ბაგა-ბაღების სერვისის არსებითი მიმართულებაა და შესაბამისად, სასწავლო-აღმზრდელობითი, მეთოდოლოგიური და ჯანდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი და კვალიფიციური რესურსის მობილიზებას საჭიროებს.

    „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი კანონქვემდებარე აქტებზე უკვე მუშაობს, რაც თბილისის ბაგა-ბაღებში “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე შესაბამის სტანდარტებს შექმნის“, -განაცხადა ტალიაშვილმა.


პარტნიორები