სიახლეები
-
24 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
სამგორის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა
თბილისის სამგორის რაიონში ორ მისამართზე მრავალსართულიანი სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.
ვარკეთილი 3-ში, III მიკრორაიონის 319-ე საცხოვრებელ კორპუსში ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაო ჩატარდა, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობამ 7999.75 ლარი გამოყო.
მათივე ინფორმაციით, ნაპრალების რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე ვარკეთილი 3-ში, IV მიკრორაიონის 412-ე საცხოვრებელ კორპუსს, რისთვისაც სამგორის რაიონის გამგეობამ 16741.96 ლარი გამოყო. ვარკეთილი 3-ში, I მიკრორაიონის, XXII ა კორპუსში კი, სენსორული განათება დაამონტაჟეს.
გარდა ამისა სამგორის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გაიოზ რექტორის ქუჩაზე.