მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  იანვარი  2017

    მეტროსადგურ “ავლაბრის” რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება

    თბილისის მეტროპოლიტენის ერთ -ერთი სადგურის, “ავლაბრის” გამაგრება-გაძლიერების და განახლების სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. სადგურში მიმდინარე ინსფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპზე განხორციელდება აღდგენითი სამუშაოები და ტერიტორია კეთილმოეწყობა.

    ​მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება გრუნტის გამაგრება, კეთდება ვესტიბიულის სამანქანო განყოფილების დონიდან საძირკვლების გაძლიერება ცემენტის ხსნარის ჭირხნით, ესკალატორების სამანქანო განყოფილების საძირკვლის ფილის ქვეშ სიცარიელეის შევსება ცემენტ-ქვიშის ხსნარის ჭირხნით და ვესტიბიულის მიწისქვეშა კედლების ლენტური საძირკვლების ფუძის გაძლიერება.

    ​მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა განხორციელდება, დახრილი გვირაბის სათავისის კედლების და სავენტილაციო შახტების გაძლიერება რკინა-ბეტონის გარსაკრით, მარცხენა სავენტილაციო შახტის გაძლიერება, მარჯვენა სავენტილაციო შახტის გაძლიერება, გვერდითი კედლების ბზარების გაძლიერება, კედლების (გვერდითი და შუა) გაძლიერება. გამწოვი ვენტკამერის ფარგლებში გასაძლიერებელი და ჰიდროსაიზოლაციო ღონისძიებები ჩატარდება, ჰიდროიზოლაციის და დრენაჟის მოწყობა გარედან, გასაძლიერებელი და ჰიდროსაიზოლაციო ღონისძიებები შიგნიდან, ვესტიბიულის ცალკეული დაზიანებების აღდგენის ღონისძიებები, ვესტიბიულის საძირკვლების გაძლიერება გარე კონტურზე საყრდენების მოწყობით, ხიმინჯებისა და როსტვერკების მოწყობა.

    მეტროსადგურ “ავლაბრის” გამაგრება-გაძლიერების და განახლების სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. სამუშაოებს შპს „აბსოლუტპლუსი” აწარმოებს.
    ​თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რემონტის და განახლების პროექტის ფარგლებში სატრანსპორტო კომპანია 2017 წელს დამატებით კიდევ 3 მეტროსადგურის, “სადგურის მოედანი 1-ის”, “რუსთაველისა” და “თავისუფლების მოედნის” კაპიტალურ რემონტს გეგმავს.

    2016 წელს ასევე დაიწყო მეტროსადგურების “ახმეტელის თეატრისა” და “ვარკეთილის” კაპიტალური რემონტი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული, რამდენიმე კომპანია აწარმოებს. მათ შორის, სადგურ “ახმეტელის თეატრში” სარემონტო სამუშაოებს კომპანია შპს „დამბა” აწარმოებს, “ვარკეთილის” აღდგენა-გამაგრებაზე შპს „ყვარელრემმშენი” მუშაობს.

     

     

     


პარტნიორები