სიახლეები
-
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროების მსოფლიო ბრენდი „ჰილტონის" სამშენებლო-მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტის განმახორციელებელი კომპანია Granat Georgia-ს პრეზიდენტის ელგუჯა ცინცაძის განცხადებით, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ცინცაძის განცხადებით, დაახლოებით მაისში სამშენებლო სამუშოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადება. „ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ უცხოურ კომპანიებს, მათ შორის თურქულ კომპანიებს, რადგან მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ სასტუმროების მშენებლობის სფეროში. ასევე განხილვაში იქნება გერმანული და ბრიტანული კომპანიებიც"-აცხადებს ცინცაძე.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს გარე, კონცეპტუალურ არქიტექტურაზე ბრიტანული კომპანია Reardon Smith Architects-ი, ინტერიერიერის დიზიანზე კი იტალიელი მაესტრო Piero Lisson-ი იმუშავებს.
სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, კორპორაცია „ჰილტონსა" და კომპანია Granat Georgia-ს შორის კონტრაქტს ხელი გასული წლის ნოემბერში მოეწერა.2015 წელს კომპანია Granat Georgia-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო.
„ჰილტონ თბილისის" 200 ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
2015 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს პროექტი კომპანია „ჯორჯიან ფროფერთისისგან" ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა „გრანატ ინვესტმენტმა" გამოისყიდა.
ბრიტანული „გრანატი" კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც აქტივები სხვადასხვა მიმართულებით აქვს. კომპანიას ოფისები აქვს ლატვიაში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლის ელგუჯა ცინცაძის ინფორმაციით, სასტუმრო „გრანატის" პირველი პროექტია საქართველოში.
ავტორი: სოფო ქსოვრელი




