სიახლეები
-
22 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს ( იხილეთ სრულად )
თბილისის სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის გზის კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და საყრდენი კედლის მშენებლობა. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
როგორც „სითი კვირას“ სამგორის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ამ დროისთვის ვარკეთილის დასახლებაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, GWP წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
მათივე ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხში, 181-ე კორპუსის კედლის, გამაგრებითი სამუშაოები და მოსკოვის გამზირზე #37-ში, 83-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ბერიაშვილის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს ჩიხში მდებარე თამარის ქუჩაზე, ლილოს 1 მიკრორაიონში მდებარე XII, XIII, XIV საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს შორის და წინუბანში, მერი მდივნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებენ.ვარკეთილის დასახლება, ვაჟა-ფშაველას ქუჩა
ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხი, 181-ე კორპუსის კედელი
ბერიაშვილის ქუჩა
წმინდა ბარბარეს ჩიხი, თამარის ქუჩა
წინუბანი, მერი მდივნის ქუჩა
მოსკოვის გამზირზე #37-ში, 83-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია
ლილოში, 1 მ/რ-ში, XII, XIII, XIV კორპუსების ეზოები