სიახლეები
-
22 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ვაზისუბნის და მეტრომშენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ისნის რაიონში, ვაზისუბნისა და მეტრომშენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის მიწის მოჭრის და მოხრეშვის სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა აწარმოებს.
სამუშაოების ფარგლებში, გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობისა და შეცვლის შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უზრუნველყოფს – დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი ადგილზე გაეცნო.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები სავარაუდოდ ივნისში დასრულდება.