სიახლეები
-
22 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
აშშ-ში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ვილა იყიდება – სახლი 250 მლნ დოლარი ღირს
ამერიკელმა მეწარმემ ბრიუს მაკოვსკიმ ააშენა და გასაყიდად გამოიტანა ვილა ლოს-ანჯელესში - მისი ფართია 38 000 კვ. ფასი კი - რეკორდული 250 მლნ. დოლარი.
Forbes-მა და New York Post-მა შეაფასეს ეს ვილა როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების ყველაზე ძვირი ობიექტი აშშ-ს ისტორიაში.
სახლი მდებარეობს ლოს-ანჯელესის ელიტურ რაიონში ბელ-ეირ, შენობაშია 12 საძინებელი, 21 საპირფარეშო, 3 სამზარეულო, 2 ღვინის მარანი, ბოულინგი და 2 კინოთეატრი.ვილის ტერიტორიაზეა 1500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ტერასებით, დასვენების ზონებით, ფიტნეს-ცენტრით და 25-მეტრიანი აუზით. 4-სართულიანი სახლის ფანჯრებიდან იხსნება პანორამული ხედი ლოს-ანჯელესზე და წყნარ ოკეანეზე.
მყიდველი იღებს ვილას ხელოვნების ნიმუშების კოლექციით, 7-კაციანი პერსონალით და 30 მლნ. დოლარად შეფასებულ ავტომობილების კოლექციით, რომელიც შედგება 12 მანქანის და 10 მოტოციკლეტისგან, მათ შორის ისეთი ბრენდების როგორც Rolls-Royce და Bugatti.
მედია აღწერს ვილას როგორც „ზედმეტად დიდს და VIP-ს».თვითონ ბრიუს მაკოვსკი თვლის, რომ აშშ-ს უძრავი ქონების ბაზარს არ შეუძლია შესთავაზოს მყიდველს სახლები ულტრა-მდიდარი ადამიანებისთვის.
„ამავე დროს, ახალი მილარდერები მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად დებენ მილიონებს სახლების, მეგა-იახტების და კერძო თვითმფრინავების ყიდვაში" - ამბობს მაკოვსკი.