მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  იანვარი  2017

    კომპანია "ნიბა ინვესტი" "ნიბა დელისის" მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებას იანვრის ბოლოს გეგმავს

    კომპანია „ნიბა ინვესტი“ „ნიბა დელისის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებას იანვრის ბოლოს გეგმავს.

    „პროცესი მიმდინარეობს და ალბათ თვის ბოლომდე მივა ლოგიკურ დასასრულამდე“ - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

    შეგახსენებთ, რომ „ნიბა დელისის“ მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის თანადამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე დააკავეს. "ნიბა დელისის" პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 28 მილიონი დოლარია.

    პროექტის თანადაფინანსებას ჰოლანდიური ჯგუფი განახორციელებს და ამ ეტაპზე სწორედ ING-თან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს


პარტნიორები