სიახლეები
-
20 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისის ბოტანიკური ბაღი ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც, ბაღის სხვადასხვა ტერიტორიაზე ბილიკებისა და კიბეების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „სითი კვირას“ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტული მარშრუტებისთვის განკუთვნილი ბილიკების და კიბეების განახლებას მოიცავს. მასალად სანიტარული ჭრის შედეგად ბაღში მოჭრილ ხეებს იყენებენ, დიზაინზე კი ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტის არქიტექტორები ზრუნავენ.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღი დამოუკიდებლად, საკუთარი ბიუჯეტით აწარმოებს. პროექტზე ბაღის სამეურნეო განყოფილება მუშაობს. აქტიურად ვემზადებით გაზაფხულის სეზონისთვის, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”, – განაცხადეს ბოტანიკურ ბაღში.
მანამდე კი, დამთვალიერებელს ბაღში ულამაზესი ზამთრის ხედების დასათვალიერებლად იწვევენ.