სიახლეები
-
თბილისში, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის N105, 111, 113-ში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის გამგეობაში განაცხადეს, ამ დროისთვის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებულ ფენას იღებს.
მათივე ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოების შემდგომ, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.




