მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  იანვარი  2017

    ძველი ბულვარი პრაქტიკულად დაკონსევრდება და ახალი მშენებლობები აღარ მოხდება

    ბათუმის ბულვარის ახალი დირექტორი ძველი ბულვარის განტვირთვის მიზნით ახალ ბულვარში გასართობი ადგილებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას აპირებს.

    როგორც ეთერ მაჭუტაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ძველ ბულვარი პრაქტიკულად დაკონსერვდება და ახალი მშენებლობები აღარ განხორციელდება. ახალ ბულვარში კი მოეწყობა სპორტულ - გამაჯანსაღებელი კუთხეები საბავშვო გასართობი ადგილები. ასევე მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

    შედეგად, ეთერ მაჭუტაძე აცხადებს, რომ განიტვირთება ძველი ბულვარი, ახალ ბულვარს კი მეტი ვიზიტორი ეწვევა.

    „ახალი ბულვარის მიმდებარე დასახლებიდან ძველ ბულვარში ხალხი იმის გამო მიდის, რომ ახალ ბულვარში არ არის არაფერი გასართობი. ცვლილებების შედეგად კი ახალი ბულვარი მეტად დაიტვრთება", - აცხადებს ეთერ მაჭუტაძე.

    მისი თქმით, უფრო დეტალური მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმა რამდენიმე კვირაში ექნება მზად. ეთერ მაჭუტაძე ბულვარის ხელმძღვანელად 10 იანვარს დაინიშნა.

     

     

     


პარტნიორები