მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  იანვარი  2017

    დეკემბერში, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციები 5 წლიან მაქსიმუმზე იყო

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ დეკემბერში უძრავი ქონების ბაზარზე 60 223 ტრანზაქცია დააფიქსირა.

    უწყების ცნობით, სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წლიურად, 8.7%-ით, წინა თვესთან შესარებით კი, 2.6% გაიზარდა.

    დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.431 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.317).

    წლიურად, გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (22.6%-ით), ისე მეორადი (5.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა.

    კერძოდ, პირველადი რეგისტრაცია 13 049 უძრავ ქონებაზე გატარდა, საიდანაც 7 973 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა.

    მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 47 174 ერთეული შეადგინა, საიდანაც 3 185 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 1 626 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

    2016 წლის დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 78.3%-ს მეორადი, ხოლო 21.7%-ს - პირ- ველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 80.8% და 19.2%).

     

     

     


პარტნიორები