Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $ids declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 293

Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344
თბილისში ახალი მედიათეკის მშენებლობა დასრულდა

მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  იანვარი  2017

    თბილისში ახალი მედიათეკის მშენებლობა დასრულდა

    თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში, რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, გაეცნო. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს შესთავაზებს.
     „აქ წინა ორ მედიათეკასთან შედარებით უფრო დიდი სივრცეა, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურებით. დღეს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ახლა მედიათეკის გაერთიანება მას აღჭურვავს და ყველაფერს მოამზადებს, რათა გაზაფხულზე სივრცე გაიხსნას. ამით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გაკეთდა და ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებისთვის კარგი სივრცე შეიქმნა. აქ შეიკრიბებიან ახალგაზრდები, კითხვით დაინტერესებული პირები. შესაძლებელია სხვადასხვა ძალიან საინტერესო ღონისძიების ჩატარება გარე პერიმეტრზე, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა.


პარტნიორები