მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  იანვარი  2017

    ქუთაისში უსახლკაროებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლის მშენებლობა თებერვალში დასრულდება

    ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება. ამის შესახებ ქუთაისი მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართი 48 ოჯახისთვის იქნება განკუთვნილი.აღნიშნული პროექტის ღირებულება 2მლ ნახევარი ლარია.

    სპეციალური კომისია, გადაწყვეტს თუ რა კრიტერიუმებით გასცეს ფართები სოციალურად გაჭირვებულ და უსახლკარო ადამიანებზე. აღნიშნული საცხოვრისი დროებითია და ოჯახებს მუდმივ საკუთრებაში არ გადაეცემათ.

    “ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება, ანუ როგორც დავგეგმეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ პირველი თვითმმართველობა ვართ ვინც შევეჭიდეთ ამ საქმეს.

    ეს იმ საკითხის მოგვარებაა, რაზეც ადრე თვითმართველობებს პასუხი არ ქონდა. ამის შემდეგ სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება გაანაწილებს ფართებს იმის მიხედვით ვისაც რეალურად არ აქვს ღამის გასათევი.

    კომისია სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასებს პრედედენტებს. ყველა ვერ დაკმაყოფილდება ცხადია, ჩვენ მხოლოდ 48 ბინა გვაქვს აქ შეძენილი.

    ეს შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ეს ფართები ადამიანებისთვის იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება ჩვენ ამ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანებისთვის გამოვიყენებთ.

    ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, მაგრამ გაცილებით მეტია ვიდრე არცერთი,”- განაცხადა შოთა მურღულიამ


პარტნიორები