მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  იანვარი  2017

    მცხეთის მუნიციპალიტეტში კერამიკული ნაწარმის საწარმო გაიხსნება

    შპს „სამშენებლო კერამიკა“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კერამიკული ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის.

    საწარმოს ძირითადი მიმართულებას სამშენებლო მასალები, როგორიცაა აგური, კრამიტი და ბლოკის წარმოება წარმოადგენს. საწარმო წელიწადში სულ მცირე 320 000 ცალი აგურისა და 720 000 სამშენებლო ბლოკის წარმოებას გეგმავს. კომპანია 1 293 908 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „სამშენებლო კომპანია“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომლიანთკარში მდებარე 13067.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

    ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 220 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 493 300 000 ლარს.


პარტნიორები