სიახლეები
-
16 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში1000 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა ააშენეს
თბილისის ისნის რაიონის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო დასახლებაში 1000 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე საჯარო სკოლა აშენდა და № 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.
სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის დაესწრო.
“გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს – ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, ვულოცავ მშობლებს! ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს, თქვენთან ერთად ვხსნი. სკოლა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ჩემის აზრით, ყველა ცივილური საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც “სითი კვირას” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მსგავსი მასშტაბური მშენებლობა ათეული წლებია დედაქალაქში არ განხორციელებულა.
ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ესწრებოდნენ.