მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  იანვარი  2017

    სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობის დაწყება მხარეებს შორის ფინანსური დოკუმენტაციის გამო ჭიანურდება

    რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობის დაწყება მხარეებს შორის ფინანსური დოკუმენტაციის გამო ჭიანურდება.

    სასტუმროს მშენებლობის დაწყება რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ დაწყებულა.

    როგორც კომპანია "რუსთაველი ფროფერთისის" ხელმძღვანელი მინდია გადაევი "ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, პროექტში 4 მხარეა ჩართული და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

    მინდია გადაევის ინფორმაციით, პროექტში კომპანიის გარდა ჩართულია საპარტნიორო ფონდი და 2 უცხოური საფინანსო ინსტიტუტი.

    "საკმაოდ რთულია 3 ფინანსურ ინსტიტუტს შორის შეთანხმება, არ არის მარტივი და ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურასთან არის დაკავშირებული. კრედიტორებს შორის შეთანხმებაა მისაღწევი, ასევე დასადებია ინტერ კრედიტორთა ხელშეკრულება, სასეხო ხელშეკრულება და დაზღვევის ხელშეკრულება",- აღნიშნავს მინდია გადაევი.

    მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება და 30 თვეში დასრულდება.

    სასტუმრო 170-ნომრიანი იქნება და მასში 72 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.


პარტნიორები