სიახლეები
-
"ჰუალინგი" გაზაფხულიდან ვილების მშენებლობას იწყებს
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში საინვესტიციო გეგმების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვანგ შენგსინმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იგეგმება უკვე დაწყებული ახალი 10 საცხოვრებელი კორპუსის დასრულება და მარტში კომპანია აპირებს ახალი პროექტის, - კერძოდ საცხოვრებელი ვილების მშენებლობის დაწყებას.
"უკვე არის დაწყებული პროეტი რომელიც 10 ახალი კორპუსის მშენებლობას მოიცავს და ასევე ვაპირებთ ვილების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყებას, რომელშიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ვილების პროექტის საბუთების დამზადება დამთავრებულია და ალბათ უკვე მარტში დაიწყება მშენებლობა", - განაცხადა ვანგ შენგსინმა.




