მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  იანვარი  2017

    ვაკის პარკის რეაბილიტირებული მიწისქვეშა გადასასვლელი (ფოტო)

    შპს “თბილსერვის ჯგუფმა“ ვაკის პარკთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. შეიცვალა განათების ქსელი, მოეწყო ახალი სისტემა და დამონტაჟდა 150 ცალი ლედ სანათი.
    როგორც “სითი კვირას” “თბლისერვისში”განუცხადეს, ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლეში სარემონტო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყეს, პირველ ეტაპზე მოპირკეთდა და მოიხატა კედლები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შშმ პირებისათვის განკუთვნილ ლიფტს.
    მათივე თქმით, შპს “თბილსერვის ჯგუფი“ უერთდება კამპანიას “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს” და მოსახლეობას მოუწოდებს ისარგებლონ ქვეითთა გადასასვლელით, რისთვისაც 2017 წლიდან შპს “თბილსერვის ჯგუფი“ მის მოვლა-პატრონობაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს იწყებს.

     

     

     


პარტნიორები