მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  იანვარი  2017

    ალექსანდრე ელისაშვილი ცინცაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს

    თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა თბილისში ცინცაძის ქუჩის N63-ის (ყოფილი საბურთალოს ქუჩა N85) მიმდებარედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ღონისძიებები, დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ.
    ალეკო ელისაშვილმა, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ცინცაძის ქუჩის N63-ის მიმდებარედ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების დასადგენად, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართა.
    ​დეპუტატის შეფასებით, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის გამო, დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახევარ მილიონამდე ლარით იზარალა და შესაბამისმა სამსახურებმა ცინცაძის N63-ის მიმდებარედ მშენებლობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ.
    ბრიფინგზე, სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევის საკითხზე, ადვოკატმა ლაშა მჭედლიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტი კანონშეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად.
    ​ალექსანდრე ელისაშვილმა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასკვნა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.


პარტნიორები