სიახლეები
-
10 იანვარი 2017თქვენი რეკლამა
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის სამგორის რაიონში, სამ მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები III მასივის, X კვარტლის ა,ბ და ვ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბერიაშვილის ქუჩაზე და წინუბანში, მერი მდივნის ქუჩაზე ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, 20-ე კორპუსში, სადარბაზოს კარი დაამონტაჟეს. ხოლო ვარკეთილი 3-ის, III ა მიკრორაიონის 324-ე კორპუსში, ლიფტი შეაკეთეს.



