მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  იანვარი  2017

    საზოგადოებრივი სივრცე კერძო ბიზნესის ინტერესს ეწირება – ვარკეთილის მოსახლეობის პროტესტი

    თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ვარკეთილი სამის მე-3 მ/რ-ში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს კიდევ ერთ შემთხვევას, როდესაც საზოგადოებრივი სივრცე ეწირება კერძო ბიზნესის ინტერესს, რაც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და ქალაქის იერსახეზე უარყოფითად აისახება.
    ამ საკითხზე დედაქალაქია მერიაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს ხვდებიან.
    შეხვედრას მაცხოვრებლები, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მოსიძე, სამგორის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და ინვესტორი ესწრებიან.15934635_1456011221090683_121163526_nროგორც მოსახლეობა აცხადებს, არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სკვერის ნაწილი 2011 წელს გაიყიდა, ხოლო მშენებლობის ნებართვა 2016 წლის გაზაფხულზე გასცეს.


    ვარკეთილში მცხოვრებთა აქტიურობისა და საპროტესტო აქციების შედეგად, თბილისის მერმა 2016 წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ინვესტორი და ადგილობრივები შეთანხმდებოდნენ, ამ სადაო საკითხს მშენებლისთვის, ზაზა ღვინიაშვილისთვის ალტერნატიული ადგილის შეთავაზებით გადაჭრიდნენ. ინვესტორმა მერიაში საპროტესტო აქციის მონაწილეების თანდასწრებით ადგილმონაცვლეობაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით წარმოიქმნა ახალი პრობლემა. მერიის წარმომადგენლებმა საკითხის მოგვარება 5-6-თვის ვადაში შესთავაზეს, რაც მესაკუთრისთვის, არამომგებიანი აღმოჩნდა.
    “5 იანვრის ღამით, მოიყვანეს ტრაქტორი და მშენებლობის დაწყების მიზნით აპირებენ მრავალწლიანი ხეების მოჭრას. ვარკეთილში მცხოვრებნი მოვითხოვთ, თბილისის მერიის თანამშრომლები გულგრილად ნუ ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას, დროულად შეასრულონ მოცემული დაპირება და დაიცვან, როგორც მოქალაქეების ისე ინვესტორის ინტერესები და უფლებები”,-აცხადებენ მაცხოვრებლები.
    მათივე თქმით, ტერიტორია არის გამწვანებულ ზოლში და კორპუსის აშენების შემთხვევაში მოიჭრება ხეები. ახალი შენობის ჩადგმა თავისთავად მოითხოვს ახალ ადგილს ავტოსადგომისთვის, რაც გამოიწვევს სკვერის ტერიტორიის უფრო მეტად ათვისებას და საჯარო სივრცის გაუქმებას.

     

     


პარტნიორები