სიახლეები
-
08 იანვარი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში ავტობუსების ახალი ბაზის მშენებლობა მარტში უნდა დასრულდეს
თბილისში ავტობუსების ახალი ბაზის მშენებლობა მარტში უნდა დასრულდეს. ავტოპარკის მშენებლობას, რომელიც 377 სატრანსპორტო საშუალებაზეა გათვლილი, კომპანია „დაგი“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაკვეთით ახორციელებს.
ახალი ავტოპარკი ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები.
ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას.
ავტოპარკის მშენებლობას საფუძველი გასული წლის ივლისში ჩაეყარა.



