სიახლეები
-
08 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
OVS, Collezione და Terranova ბათუმში შედის
ტანსაცმლის ბრენდები OVS, COllezione და Terranova ბათუმში შედის. კომპანია Gtex-ის ხელმძღვანელის გიორგი ბასილაძის განცხადებით, ტანსაცმლის მაღაზიები Metro city mall-ში განთავსდება, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
სავაჭრო ცენტრში შევა Gtex-ის კიდევ ერთი ბრენდი Penti, რომელიც ბათუმში ერთი მაღაზიით უკვე არის წარმოდგენილი.
ამ ეტაპზე კომპანია საქართველოს სხვა რეგიონების მიმართულებით გაფართოებას არ აპირებს.
Gtex-ის ხელმძღვანელი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ახალი ბრენდების შემოყვანაზეც მიმდინარეობს და სიახლეები ამ მიმართულებით სექტემბრამდე იქნება.