სიახლეები
-
07 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ამ წუთებში, სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება ( ვიდეო )
ამ წუთებში, სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
ამდროისათვის გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.