მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  იანვარი  2017

    საბურთალოს ქუჩაზე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

    საბურთალოს ქუჩაზე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მოლი სამშენებლო კომპანია აქსისის პროექტ "აქსის პალასში 1"-ში განთავსდება.

    სავაჭრო ცენტრი დაახლოებით იმავე სტილის იქნება, როგორიც ქავთარაძეზე მდებარე მოლია, სადაც ჰიპერმარკეტთან ერთად რამდენიმე სხვადასხვა ბრენდია შესული.

    საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მოლში "კარფური" შევა, ასევე დაგეგმილია ტანსაცმლის ბრენდების შესვლა.

    როგორც კომპანია Gtex-ის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ მოლში შევა კომპანიის სამი ბრენდი: Collezione, Ovs და Penti.

    სავაჭრო ცენტრის გახსნა გაზაფხულზეა დაგეგმილი.


პარტნიორები