მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  იანვარი  2017

    სილქ როუდი Trump Towers-ის პროექტს დამოუკიდებლად განახორციელებს

    აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია, ბათუმში Trump Towers-ის 250 მილიონიან პროექტს ოფიციალურად აჩერებს. The Trump Organization-ი 47 სართულიან ცათამბჯენის მშენებლობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

    Bloomberg-ის ცნობით, პროექტის დასრულებას საქართველოში The Trump Organization-ის ადგილობრივი პარტნიორი, Silk Road Group-ი დამოუკიდებლად აპირებს.

    ტრამპმა პროექტთან დაკავშირებით საუბარი 2012 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. თუმცა მას შემდეგ სააკაშვილმა როგორც ძალაუფლება, ასევე ქვეყნის მოქალაქეობა დაკარგა. Bloomberg-ის მიხედვით, პროექტი მას შემდეგაა შეჩერებული, რაც სააკაშვილმა პოსტი დატოვა.

    რატომ აღარ მიიღებს პროექტის მშენებლობაში მონაწილეობას The Trum Organization? Silk Road-ის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა Bloomberg-ს მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ასევე უცნობია, დაესწრება თუ არა რამიშვილი ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს, ვაშინგტონში გაიმართება.

    "პროექტში Silk Road Group-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით $250-$300 მილიონს შეადგენს," The Georgian Journal-თან საუბრისას განაცხადა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აკო ახალაიამ.

    საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პროექტს აქტიურად აკრიტიკებდა. "ტრამპს საქართველოში ინვესტიცია არ განუხორციელებია. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილს ტყუილები კარგად გამოსდიოდა და პირადად მე, ამ პროექტით სერიოზულად არც დავინტერესებულვარ," განაცხადა ივანიშვილმა.


პარტნიორები