მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  იანვარი  2017

    ტრანს-ადრიატიკული მილსადენის აღმოსავლეთის სეგმენტის სამშენებლო სამუშაოები წელს იწყება

    ტრას-ადრიატიკული (TAP) მილსადენის პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალბანეთში, კორჩას რეგიონში, ქ. დურეს მიმართულებით 4 900 ცალი 18 მეტრიანი ფოლადის მილის ნაჭრის ტრანსპორტირება დაიწყო.

    ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოდაიჯესტის მიხედვით, აღნიშნული შესაძლებელს გახდის ტრას- ადრიატიკული მილსადენის პროექტის აღმოსავლეთის სეგმენტის 86.5 კმ სიგრძის ნაწილის მშენებლობის წელსვე დაწყებას, რაც ალბანეთის ტერიტორიაზე სახმელეთო 215 კმ-იანი ნაწილის, დაახლოებით, 40%-ს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

    TAP-ის გაზსადენის პროექტის ალბანური ნაწილის სახმელეთო სექციისათვის გათვალისწინებული 13 000 ცალი მილსადენის 65% უკვე ადგილზეა. დაახლოებით 4 000 ცალი მილსადენი ტრანსპორტირებული იქნა ქ. ფიერის ნაწილში, 300 ცალი - ქ. ბერეთის ნაწილში, ხოლო 300 ცალი კი მიემართება ქ. კორჩას ტერიტორიისკენ.
    ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტი წარმოადგენს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ნაწილს, რომელიც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი. იგი ითვალისწინებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარებას, კონდენსატის საბადოს შექმნას, ასევე აზერბაიჯანული გაზისა და კონდენსატების ევროპულ ქვეყნებში ტრანსპორტირებას.

    870 კმ-იანი გაზსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შეუერთდება ტრანს- ანატოლიის გაზსადენს (TANAP), გაივლის საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვასა და ბოლოს იტალიის სამხრეთით სახმელეთო ნაწილს.


პარტნიორები