სიახლეები
-
05 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
მცხეთაში მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
შპს „სევსამორა ვილამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო მასშტაბური ტურისტული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა რომელიც 2018-2019 წლებში დასრულდება. პროექტი მოიცავს 41 ნომრიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო კორპუსს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, სარესტორნო კომპლექსს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, ღვინის მუზეუმს და სპორტულ-საბავშვო მოედნებს.
ტურისტული კომპლექსი ეკო ტურიზმის თემასთან მჭიდროდ კავშირში იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც მათ შორის კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. ამასთან გაცნობებთ, რომ კომპანიამ უკვე შეიძინა რამოდენიმე სავენახე მიწის ნაკვეთი, სადაც ბიო ტექნოლოგიით მოვლილ ტერიტორიებზე, გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ქართული ვაზის სახეობები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ,,სევსამორა ვილას“ საბაზრო ფასად 104 261 ლარად საკუთრებაში გადასცა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურასა და სოფელ საგურამოში, მდებარე 3 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.