სიახლეები
-
29 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანის რაიონში 4 ჰა ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის 15 აპრილს დასრულდება, რაც დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, მომავალი წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება.
როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2017 წელს კომპლექსი მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს უმასპინძლებს.
რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.
პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნასა და 100 მანქანაზე გათვლილ საპარკინგე ზონას ითვალისწინებს. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განთავსდება: ერთი –ბუნებრივსაფარიანი, ორი – ხელოვნური და ერთიც – ქვიშის. მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი, რომელიც სპორტული ინვენტარით, საშხაპეებითა და გასახდელით აღიჭურვება.
რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს და მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება.



