მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  დეკემბერი  2016

    თბილისის თიზ-ი მომავალ წელს ინფრასტრუქტურის მოწყობაში 2 მილიონი ლარის ჩადებას აპირებს

    2017 წელს თბილისის ინდუსტრიულ ზონის მოსაწყობად დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც ზონის ადმინისტრატორი კომპანია შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მომავალი წლიდან ზონაში თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას და პროდუციას ექსპორტისთვის დაამზადებენ.

    მისი თქმით, საუბარია თურქულ და აზერბაიჯანულ კომპანიებზე, რომლებიც ფარმაცევტული და ლოჯისტიკური მიმართულებით მუშაობენ. ტაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულება 2017 წლის 9 იანვარს გაფორმდება. როგორც ტაბიძე განმარტავს, თებერვლის დასაწყისიდან 14 ჰექტარი ტერიტორიის ათვისებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.

    „იქ ახლა ტრიალი მინდორია. ის კომპანიები, რომლებიც აპირებენ შემოსვლას, ასეთ პირობებში ვერ იმუშავებენ. ჩვენ იქ ვაკეთებთ შიდა გზებს, კომუნიკაციებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას. ეს ყველაფერი დააახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება. სამუშაოები 2017 წლის ივნისისთვის დასრულდება, რომლის შემდეგაც უცხოური კომპანიები თავიანთი სენდვიჩ პანელების მშენებლობას დაიწყებენ"-აცხადებს ტაბიძე.

    მისი განცხადებით, ზონაში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ-ინდურ კომპანიასთანაც.

    ტაბიძე 2016 წელსაც აფასებს და აცხადებს, რომ ეს ზონისთვის სიტუაციის დალაგების წელი იყო.

    შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს" მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

     

     

    ავტორი: სოფო ქსოვრელი


პარტნიორები