სიახლეები
-
28 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
“ლაგუნა ვერესთან” საავტომობილო გზის გაფართოება იგეგმება
თბილისის საბურთალოს რაიონში არსებული საცურაო აუზის “ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ გზის გაფართოების სამუშაოები 2017 წელს ჩატარდება.
როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოება, თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.
მისივე თქმით, 2017 წელს მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და საინჟინრო-ნაგებობების აშენება იგეგმება. დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვა.



