მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  დეკემბერი  2016

    2017 წელს თბილისში კიდევ 10 ახალი ბაღი აშენდება

    2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები აშენდება დიდუბეში, გლდანში, დიდ დიღომში, ნაძალადევში, ჩუღურეთის რაიონში და საბურთალოზე
    .
    თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა, სკოლამდელი აღზრდა-განათლების სფეროში გატარებული ცვლილებები. მისივე ინფორმაციით, 2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება კრწანისში, ჩუღურეთის რაიონში, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორის რაიონში, თემქაზე, საბურთალოზე, სოფელ დიღომსა და წინუბანში.

    “აღვადგინეთ დახურული ბაღები და გავხსენით ახალი ჯგუფები უკვე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რამაც ბაღების ნაწილში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოგვცა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

     

     

     

     

     


პარტნიორები