მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  დეკემბერი  2016

    სვეტი": უძრავი ქონების მხოლოდ ლარში რეკლამირება ბაზარზე გაუგებრობას გამოიწვევს

    ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების რეკლამირება მხოლოდ ლარში უნდა მოხდეს, საწყის ეტაპზე გაუგებრობას გამოიწვევს, სამომავლოდ კი ბიზნესს მეტი ადამიანური რესურსის ჩართვა მოგვიწევს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტსსამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელმა თორნიჯე ჯანელიძემ განუცხადა.

    მისი განცხადებით, ბიზნესს ხელშეკრულებების სწორად შესრულებაში დამატებითი ადამიანური რესურსიც დასჭირდება.

    დეველოპერის თქმით, დაბნეულობას გამოიწვევს ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ ლარი მერყეობას განაგრძობს, რადგანაც ამ შემთხვევაში დეველოპერებს ფიქსირებული კურსის ამორჩევა გაუჭირდებათ.


    "შეიძლება ამოქმედდეს გარკვეული დაზღვევის მექანიზმი და ხელშეკრულებაში ჩაიდოს, რომ თუ მაგალითად ლარის კურსი გადაცდა 2,80-იან ნიშნულს, მოხდება ფასის კორექტირება",- აცხადებს თორნიკე ჯანელიძე.

    მისივე თქმით, კურსის კორექტირების შემთხვევაში საჭირო გახდება ხელშეკრულებების გადახედვაც, რაც დამატებით ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

    "უფრო მეტი ადამიანური რესურსი დაგვჭირდება იმაში, რომ ამის დალაგება შევძლოთ. თუ დღეს არის კონკრეტული განსაზღვრული რიცხვი და ვიცით, რომ ამ ოდენობის თანხა შემოდის ჩვენთან, მერე იქნება სათითაოდ ყველა კონკრაქტი ამოსაწევი, ვის რა პირობა უწერია და ა.შ. თან თუ დავამატებთ იმას, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით ყოველთვიურად მოგვიწევს მოგების დეკლარაციის წარდგენა გამომდინარე ესტონური მოდელიდან",- აცხადებს თორნიკე ჯანელიძე. 


პარტნიორები