სიახლეები
-
ლისი დეველოპმენტი” მომავალ წელს პროექტის “ლისი თაუერი” განხორციელებას იწყებს
მწვანე ქალაქში ლისზე კომპანია “ლისი დეველოპმენტი” პროექტის “ლისი თაუერი” განხორციელებას დაიწყებს.
პროექტის განხორციელება 2017 წლის თებერვლიდან დაიწყება. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი მარიამ ოსეფაიშვილი განმარტავს, “ლისი დეველოპმენტის” პროექტებიდან გამორჩეული და განსხვავებული იქნება.
“ლისი თაუერი” მწვანე ქალაქის მეორე უბანში აშენდება, ის 30 ოჯახზე იქნება გათვლილი, პროექტს განსაკუთრებული არქიტექტურა ექნება, რამდენადაც პროექტი განხორციელდება ევროპის წამყვან არქიტექტორებთან ერთად, კერძოდ, მსოფლიოში ცნობილ ჰოლანდიურ არქიტექტორულ “იუენ სტუდიოს” არქიტექტორებთან ერთად, რომელთაც მსოფლიოში არაერთი ცნობილი პროექტი აქვთ განხორციელებული”, – განაცხადა ოსეფაიშვილმა.
ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება. კომპანია 2010 წლის მარტში დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით მწვანე ქალაქი ლისზე.
კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზანია არა მხოლოდ თანამედროვეს სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, არამედ საქართველოში ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა.
მწვანე ქალაქი ლისზე გამოირჩევა თავისი 80/20 კონცეფციით, რომელიც გულიხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% – კი დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას. ტერიტორიაზე გაშენდება 7 პარკი, მათგან 4 უკვე დასრულებულია.
ამ დროისთვის საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს მრავალბინიან შენობებს, მაქსიმუმ 6-სართულიანი, ასევე დუპლექსის კატეგორიის თაუნჰაუსები (კერძო სახლები), ასევე ვილები. კომპლექსში განვითარებულია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა საცურაო აუზით, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნებით, ღია კაფეებით და რესტორნით, სანაოსნო პუნქტით, პლაჟით, სარბენი და ველოსიპედის ბილიკებით.
ლისი დეველოპმენტი არაერთხელ გამხდარა უძრავი ქონების ჯილდოების გამარჯვებული.




