მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  დეკემბერი  2016

    მშენებლობის სექტორში 2016 წლის 3 კვარტალში 4,2 მლრდ-ის პროდუქცია შეიქმნა

    მშენებლობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 2016 წლის 3 კვარტალში 41.2%-ით (1.2 მლრდ ლარი) არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 4.2 მლრდ ლარს აღწევს.

    PMCG-ის ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება როგორც პირველ (44.6%), ასევე მეორე (44.3%) და მესამე (36.7%) კვარტლებში.

    მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების სტრუქტურის მიხედვით, წარმოების 82,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, საშუალო – 10.9% და მცირე – 6.6%.
    საანგარიშო პერიოდში გაზრდილია მშენებლობის სექტორის ბრუნვა (36.2%, 1.1 მლრდ ლარი) და 3.9 მლრდ ლარია. აღნიშნული მაჩვენებელი იზრდებოდა სამივე კვარტალში (35.8%; 42.3%; 31.6% შესაბამისად).

     

     

     

     


პარტნიორები