მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  დეკემბერი  2016

    თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 400 დევნილ ოჯახს გადასცეს

    თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღები და გადასცეს. კიდევ ამდენივე ოჯახი, თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“ საცხოვრებელ ბინას 2017 წლის იანვარში მიიღებს.

    სოზარ სუბარის ინფორმაციით, შენობის პირველი სართულზე საცხოვრებელი ბინები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არის გათვლილი, ადაპტირებულია შესასვლელი.

    „ერთი კვირის წინათ, 400 დევნილ ოჯახზე გავანაწილეთ ბინები. თუ ვის სად და რომელ სართულზე შეხვდებოდა ბინა კენჭისყრის პროცედურის დროს თავად დევნილებმა აირჩიეს. 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალმოსახლეობას და შესაძლებლობა ექნებათ, ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
    დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანი.

    დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.

    2012 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დააკმაყოფილეს.


პარტნიორები