სიახლეები
-
26 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
“კუბური სახლები” – შენობა, სადაც ყველა ვერ იცხოვრებს
“კუბური სახლების” ძალიან უცნაური დასახლება ჰოლანდიაში, კერძოდ, ქალაქ როტერდამში მდებარეობს. ყველა კედელი და ფანჯარა 54.7 გრადუსით არის დახრილი, რაც ინტერიერში შესანიშნავ ხედს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კუბის ფორმის თითოეული სახლის საერთო ფართი 100 კვადრატული მეტრია, დახრილი სტრუქტურის გამო, საცხოვრებლად ფართის მხოლოდ მეოთხედია გამოსადეგი.
სახლები 1970 წელს ააშენეს. კონცეფციის ავტორი და არქიტექტორი პიტ ბლომია.
როგორც “სითი კვირას” არქიტექტორმა ლელი შევჩენკომ განუმარტა, სახლების ერთადერთი პრობლემა ადამიანია, ვისაც კლაუსტროფობია აწუხებს, მსგავსი ტიპის სახლში ვერ იცხოვრებს. სხვა მხრივ, შენობის მდგრადობა, ხედი, კომუნიკაციების მუშაობა იდეალურია.
მისივე თქმით, კუბურები სტრუქტურულად დახრილ ექვსკუთხა ბოძებზე ჯდება. ვიწრო კიბეების საშუალებით სახლები სამ დონეზე იყოფა: ქვედა დონეზეა სამკუთხა ტერიტორია, სადაც განთავსებულია მისაღები ოთახი, შუა დონეზე განლაგებულია საძინებელი და აბაზანა, ხოლო მესამე, ყველაზე მაღალ დონეზე სტუმრის საძინებელი ან სხვა საცხოვრებელი ფართი მდებარეობს.
გარდა უნიკალური ასიმეტრიული დიზაინისა, „კუბური სახლები“ არის აბსტრაქტულ- არქიტექტურული ალეგორიული ტყე. ჩანაფიქრის მიხედვით, თითოეული სახლი-კუბი წარმოადგენს აბსტრაქტულ ხეს, რომელიც, მეზობელ კუბ-სახლებთან ერთად ქმნის ურბანულ ტყეს.