მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  დეკემბერი  2016

    სამშენებლო დანიშნულების მანქანა ხიდის ქვეშ ავარიულად გაჩერდა

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც თბილისის ჩუღურეთის რაიონში, დადიანისა და ჩიტაიას ქუჩების კვეთაზე არსებული სარკინიგზო ხიდის ქვეშ გაჭედილი სამშენებლო დანიშნულების მანქანაა გადაღებული. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საავარიო ვითარების შექმნის გამო, მანქანის მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 250 ლარით დააჯარიმეს.
    როგორც “სითი კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფოტოზე ასახული ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მანქანა ხიდის ქვეშ არ გაჭედილა, არამედ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, კერძოდ, მოძვრა კარდანი და იძულებული იყო, გზის იმ ნაწილში ავარიულად გაჩერებულიყო.
    მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანქანის მძღოლს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაში დაეხმარნენ და მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

     

     

     

     


პარტნიორები