სიახლეები
-
23 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
2017 წელს თბილისში 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება
2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება. ახალი ბაღები გაიხსნება: კრწანისში, ქვემო ფონიჭალაში; ჩუღურეთის რაიონში ჩიტაიას ქუჩაზე; წყნეთში; სოფელ გლდანში; ვაშლიჯვარში; სამგორის რაიონში ჭიჭინაძის ქუჩაზე; თემქაზე ურეკის ქუჩაზე; სოფელდიღომში, სოფელ წინუბანში; საბურთალოზე გამსახურდიას #23-ში.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა, ბაღების ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს, ნაწილი კი უახლოეს ხანებში დაიწყება. ამასთან მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება დიდუბეში, ზუგდიდის ქუჩაზე; გლდანში, გლდანის III მიკრორაინში; დიდ დიღომში, III და IV მიკრორაიონში; ჩუღურეთის რაიონში პალიასტომის ქუჩაზე; ნაძალადევის რაიონში, სანერგე მეურნეობა; ნუცუბიძეზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში; ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე.
თბილისის მერის თქმით, პრიორიტეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას 94 891,0 ათასი ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება 166 საბავშვო ბაღი, 60000-მდე აღსაზრდელით.
„ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღები გახდა უფასო და მას დედაქალაქის მთავრობა აფინანსებს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში 7 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა; აღდგა სამი. ყველა ახალი ბაღი ენერგოეფექტური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე მორგებულია და ასე იქნება მომავალშიც. გამწვანდა ბაღების ეზოები, მოეწყო სათამაშო მოედნები. 150-მდე საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის ინფრასტუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2014-16 წლების განმავლობაში, მოქმედ საბავშვო ბაღებს 100-ზე მეტი ახალი ჯგუფი შეემატა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.



