სიახლეები
-
23 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
ვარკეთილში მწვავე ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს
თბილისის სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში , I მ/კ-ის, № 24-ე, მესამე ხარისხის ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება – გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, სარდაფებში მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა, იგება გობისებური ფილა და სრულად იჯავშნება სადარბაზოს კედლები.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისათვის 956 973 ლარია გამოყოფილი. კორპუსის გამაგრება-გაძლიერება 2016 წლის 2 ნოემბერს დაიწყო და 2017 წლის 31 მაისს დასრულდება.
სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „ნადიგო“ ახორციელებს.



