მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  დეკემბერი  2016

    მსოფლიო ბანკი TANAP–ის მშენებლობისთვის 800 მლნ. დოლარს გამოყოფს

    მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანის და თურქეთის დამაკავშირებელი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობაზე 800 მლნ დოლარს გამოყოფს. სააგენტო ТАСС–ის ინფორმაციიტ, კრედიტი თანაბრად განაწილდება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის.

    თურქული სახლემწიფო კომპანია Botas მიიღებს 400 მლნ. დოლარს 24 წლით. აზერბაიჯანი - იგივე თანხას 30 წლით. საშეღავათო პერიოდი ორივე სესხისთვის შეადგენს 5 წელს.

    პროექტი TANAP არის სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილი, რომლითაც მოხდება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან საბარძნეთის და ბულგარეთის საზღვრებამდე.

    TANAP-ს ახორციელებენ SOCAR (58%), Botas (30%) და ბრიტანული BP (12%).

    პირველ ეტაპზე მილსადენის გამტარუნარიანობა იქნება 16 მლრდ. კბ/მ, საიდანაც 6 მლრდ.-ს მოიხმარს თვითონ თურქეთი, დანარჩენს კი ევროპა.


პარტნიორები