სიახლეები
-
გუდაურს კიდევ ერთი ახალი საბაგირო "შინო" შეემატა
გუდაურს კიდევ ერთი ახალი საბაგირო "შინო" შეემატა. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუმარტეს საბაგიროს გახსნა ოფიციალურად ხვალ მოხდება. საბაგირო ძველ გუდარში მდებარეობს, მისი სიგრძე 2400 მეტრია და მისი გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრია. საბაგირო ღია ტიპისაა და თითო კაბინა 6 მგზავრს იტევს.
საბაგიროს მშენებლობა დაიწყო ძველი ტატრადან და დამთავრდება გონდოლების ზედა სადგურთან.
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, საბაგიროს მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდა.
ანასთან, 24 დეკემბერს სათხილამურო სეზონის გახსნა იგეგმება კურორტ თეთნულდზე, ხოლო 25 დეკემბერს კი სეზონი კოხტა-მიტარბის ახალ კურორტზეც გაიხსნება.




