მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  დეკემბერი  2016

    ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება

    თბილისში, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობის დაწყება 2017 წლისთვის იგეგმება.
    ​როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობებისგან განტვირთვას.

    “თბილისისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობაა. სწორედ ეს ადგილი არის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი ქალაქში და ახალი ესტაკადის მეშვეობით ამ გზაზე გადაადგილება გაცილებით გამარტივდება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს, ასევე, იგეგმება თბილისში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია და ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის რეკონსტრუქცია, მდინარე დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და სხვა.

    ნარმანიას თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება უკვე არსებულ სანიაღვრე კოლექტორებს, მოეწყობა ახალი სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი.
    თბილისის მერი დავით ნარმანია ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტით საკრებულოს წინაშე დღეს წარსდგა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.


პარტნიორები