სიახლეები
-
ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით 2017 წელს მასშტაბური აქტივობები იგეგმება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინიციატივით და “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ისე წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხლმძღვანელი პირები საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წელს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მეტად ამბიციური და მასშტაბური გეგმა და აქტივობები აქვს დასახული, რომელთა ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი საშუალება სწორედ სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებთან აქტიური დიალოგი და თანამშრომლობაა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.




